ბრიტანეთის არმიის სარდლობა: უკრაინაში სამშვიდობო მისიის ფარგლებში ბრიტანეთს შეუძლია საჰაერო პატრულირება იკისროს
ბრიტანეთის არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ "სრულად მზადაა", მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მისიაში უკრაინაში, თუ ბრიტანეთის მთავრობა ამას გადაწყვეტს.
ამის შესახებ BBC იუწყება, კონკრეტული ქვედანაყოფების მეთაურებსა და შეიარაღებულ ძალებში თავის წყაროებზე დაყრდნობით.
ბრიტანეთის სწრაფი რეაგირების ძალების დაახლოებით 2500 ჯარისკაცი ამჟამად მონაწილეობს რუმინეთში მიმდინარე ნატოს წვრთნებში, რომლებიც ტარდება უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში.
ბრიგადის მეთაურმა ენდი უოტსონმა, რომელიც წვრთნებზე ბრიტანეთის ჯარს მეთაურობს, BBC-ს უთხრა, რომ მისი ბრიგადა "სრულად მზად არის" უკრაინაში განლაგებისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარია სხვა ქვეყნებთან ერთად მონაწილეობაზე სამშვიდობო ოპერაციაში. ბრიტანეთი უკრაინაში ჯარს დამოუკიდებლად არ გაგზავნის.
უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა - როგორც უსაფრთხოების გარანტია ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ - ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
მან თქვა, რომ ბრიტანეთი მზად არის, წამყვანი როლი შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობაში, რაც მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძლების შემდგომ მხარდაჭერას. ამ მიზნით, ლონდონმა უკვე გამოყო სამი მილიარდი გირვანქა სტერლინგი. სტარმერის განცხადებით, ლონდონის მზადყოფნა მოიცავს საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარების გაგზავნასაც უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად.
ბევრმა ევროპელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, თქვა, რომ უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნა ამჟამად დღის წესრიგში არ დგას, რადგან რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებები ჯერ არ არსებობს.