ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
22
23
24
25
26
27
28

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტზე შეთანხმდნენ

0

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტზე, რომელიც წინამორბედი სანქციების მსგავსად, დაწესდება უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო. ამის შესახებ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება.

საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ოფიციალურად დაუჭერენ გადაწყვეტილებას მხარს 20 თებერვალს და ის ძალაში შევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავზე, 24 თებერვალს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ახალი შემზღუდავი ზომები ითვალისწინებს ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსეთიდან ალუმინის პროდუქციის შესყიდვის ეტაპობრივ აკრძალვას. ასევე გამკაცრდება შეზღუდვები რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე. სავარაუდოდ, სანქციები ასევე შეეხება რუსეთის ეგრეთ წოდებული “ჩრდილოვანი ფლოტის” 73 ტანკერს, რომლებიც, სავარაუდოდ, გამოიყენება ნავთობით ვაჭრობისთვის, შეზღუდვების გვერდის ავლით.

„შავ სიაში“ 13 ბანკი იქნება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციები შესაძლოა შეეხოს 15 რუსულ ბანკს, მათ შორის Uralsib-სა და Tochka-ს.

მანამდე Sistema იტყობინებოდა, რომ სანქციების მომდევნო, მე-16 პაკეტით ევროკავშირი შეზღუდვებს დაუწესებს Zolotaya Korona-ს ოპერატორს, RNKO - "გადახდის კონსტრუქტორს", რომელიც პოპულარულია გადარიცხვების სფეროში. ახალი სანქციები შეეხება რუსეთის მედიასაშუალებებს, რაც ევროკავშირში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოხდება.

ამის ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც თავისი ქვეყნის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საუდის არაბეთში რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაზე წინა დღით, დაარწმუნა თავისი ევროპელი კოლეგები, რომ აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებამდე. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.