ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
22
23
24
25
26
27
28

აშშ-ის ელჩად რუსეთში შესაძლოა რიჩარდ ნორლანდი დაინიშნოს - ის ამჟამად ლიბიაში სპეციალური წარმომადგენელია

0

გამოცემა „კომერსანტის“ თანახმად, ვაშინგტონმა მოსკოვს აშშ-ის ელჩად რიჩარდ ნორლანდის კანდიდატურა შესთავაზა. ის ამჟამად ლიბიაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელია. გამოცემის ცნობით, მისი დანიშვნა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოითხოვა, მოქმედმა ადმინისტრაციამ კი კანდიდატურა არ შეცვალა.

„კომერსანტის“ თანახმად, აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად შესაძლოა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორი და რუსეთის ყოფილი ელჩი კანადაში ალექსანდრ დარჩიევი დაინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოემბერში გაავრცელა, თუმცა დარჩიევი ოფიციალურად ჯერ არ დანიშნულა, ვაშინგტონის ოფიციალური თანხმობის არარსებობის გამო.

2023 წლიდან რუსეთში აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისია. შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩის პოზიცია კი 2017 წლიდან ანატოლი ანტონოვს ეკავა, მას ვადა 2024 წლის ოქტომბერში ამოეწურა.

რიჩარდ ნორლანდი, რომელსაც დიპლომატიური საქმიანობის 40-წლიანი სტაჟი აქვს, საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო 2012-15 წლებში. სწორედ მის ელჩობას დაემთხვა საქართველოში ხელისუფლების ცვლილება.

იგი 1980-იან წლებში მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ბაჰრეინში, ნორვეგიასა და საბჭოთა კავშირში.

1993 წელს რიჩარდ ნორლანდი გახდა აშშ-ის მისიის ხელმძღვანელი ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ორგანიზაციაში (ეუთო-ს წინამორბედი ორგანიზაცია).