ზელენსკი: უკრაინაზე მოლაპარაკებებში აშშ-ის გარდა უნდა მონაწილეობდნენ კიევი, ევროკავშირი, ლონდონი და ანკარა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადო საუდის არაბეთში ვიზიტი, რომელიც ოთხშაბათს, 19 თებერვალს იყო დაგეგმილი. როგორც ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, ახლა მისი მოგზაურობა ამ ქვეყანაში 10 მარტამდე გადაიდო.
ზელენსკიმ გადაწყვეტილება იმავე დღეს გამოაცხადა, როცა საუდის არაბეთის დედაქალაქში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის გაიმართა პირველი ორმხრივი მოლაპარაკებები უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხები. დელეგაციებს საგარეო პოლიტიკის უწყებების ხელმძღვანელები ედგნენ სათავეში.
18 თებერვალს ანკარაში უკრაინის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. სააგენტოებს სხვა საკითხებთან ერთად მოჰყავთ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებები, რომ, როგორც მან თქვა, შეერთებული შტატებისა და ევროპის რიგი ქვეყნების მხრიდან უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილის არქონა „ემთხვევა რუსეთის სურვილს“.
როგორც ზელენსკიმ სამშაბათს გაიმეორა, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკება შეუძლებელია უკრაინის ზურგს უკან. უკრაინის ლიდერის თქმით, სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-ის მონაწილეობით წარმოებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ უკრაინა და ევროპა ფართო გაგებით - ევროკავშირი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი.
ზელენსკიმ დასძინა, რომ კიევში ელოდება შეერთებული შტატების დელეგაციას. Reuters-ი სამშაბათს იტყობინებოდა, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, კით კელოგი, 18 თებერვალს საღამოს გაემგზავრება უკრაინის დედაქალაქში. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ სპეციალური წარმომადგენლის ჩამოსვლა ხუთშაბათს იყო დაგეგმილი. თავად კელოგმა კი თქვა, რომ მოგზაურობის დაგეგმვა დასასრულს უახლოვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერდოანთან მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერდოანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ანკარისთვის ახლა უდავოა. ერდოანმა თურქეთს უწოდა შესაფერისი პლატფორმა ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის რუსეთის მონაწილეობით. მან დასძინა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლო დიპლომატიური ინიციატივა შეესაბამება თურქეთის პოლიტიკას სამი წლის წინ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან მოკიდებული.
18 თებერვალს აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა ბრიუსელში მოლაპარაკებები გამართა ევროკავშირის ლიდერებთან. მასთან საუბარში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ ნებისმიერმა მომავალმა გადაწყვეტილებამ, რომელსაც გაამყარებს უსაფრთხოების საიმედო გარანტიები, პატივი უნდა სცეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც აღნიშნავენ, ფონ დერ ლაიენმა გამოხატა ევროკავშირის მზადყოფნა, აშშ-სთან ითანამშრომლოს სისხლისღვრის დასასრულებლად და სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
18 თებერვალს ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის მაღალჩინოსნებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა, კერძოდ, გამოაცხადეს გადაწყვეტილების შესახებ, შეიქმნას მომლაპარაკებელი ჯგუფები, რომლებიც უკრაინის საკითხების განხილვას შეუდგებიან. ასევე განიხილეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრისთვის მზადება. მისი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები და უკრაინა არ იქნებიან გამორიცხული სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან.
ერ-რიადში რუსულ-ამერიკული შეხვედრის წინა პერიოდში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიწვევის შემთხვევაშიც კი არ ჩავიდოდა შეხვედრაზე, რადგან უკრაინა არ მონაწილეობდა მის მომზადებაში. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ მიიღებს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მის ბედთან დაკავშირებით მიღწეულ რაიმე შეთანხმებებს, რომლებიც უკრაინელების მონაწილეობის გარეშე იქნება მიღებული.
აშშ-ის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებებისა და ქმედებების ფონზე ევროკავშირის ოფიციალური პირები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ევროპა შესაძლოა არ იყოს წარმოდგენილი პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ევროკავშირი ამტკიცებს, რომ ვინაიდან ომი ევროპაში მიმდინარეობს და უკრაინა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ევროპული ქვეყნები ნებისმიერ შესაძლო მოლაპარაკებებში უნდა იყვნენ წარმოდგენილი.