ესტონეთის საგარეო: აღმაშფოთებელი და საზიზღარია თავდასხმები გახარიასა და ზურაბიშვილზე
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტო საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოფილი პრემიერისთვის, გიორგი გახარიასთვის და საქართველოს მე-5 პრეზიდენტისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლას ეხმაურება და მომხდარს "აღმაშფოთებელსა" და "საზიზღარს" უწოდებს.
"აღმაშფოთებელი და საზიზღარია თავდასხმები საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ
ესტონეთი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები და დამნაშავეებს პასუხი აგებინონ", - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე.
18 თებერვალს გერმანიიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს. წინა დღეს, 17 თებერვალს, მიუნხენიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელს, ელგუჯა ხოკრიშვილს, ესროლეს კვერცხები აეროპორტში.
17 თებერვალს, გახარიას ინციდენტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ტელეკომპანია „პოსტივის“ წამყვანმა ნათია ბერიძემ ფეისბუკზე მონიშნა სალომე ზურაბიშვილი და დაწერა:
„ახლა შენი ჯერია, დაო. რომ ჩამოხვალ, საწვიმარი ჩაიცვი, თორემ კვერცხის სუნი შეგაწუხებს მერე დიდხანს“.
18 თებერვალს გადაღებულ ვიდეოკადრებში ისმის, რომ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში შეურაცხყოფას აყენებენ: „ენჯეოების მონა ხართ“, „აგენტი ხართ“, „გენეტიკაში გაქვთ მოღალატეობა?“, „ქეში არ მოგაქვთ ხოლმე?“
თავდაპირველად, აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე მას, სულ მცირე, ორი ქალი მიმართავს შეურაცხმყოფელი სიტყვებით, გარე პერიმეტრზე გასვლის შემდეგ კი საქმეში კაცები ერთვებიან.
სალომე ზურაბიშვილს მანქანაში ჩაჯდომამდე რამდენიმე წამით ადრე ესვრიან კვერცხებს, შეურაცხყოფას აყენებენ და აგინებენ. რამდენიმე კვერცხი მისი პირადი დაცვის წევრებს მოხვდათ.