ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
21
22
23
24
25
26
27
28

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელის პოსტზე ჰოისგენს სტოლტენბერგი შეცვლის

0
მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციის ბოლოს, სამწლიანი სამსახურის შემდეგ თანამდებობას დატოვებს მისი ხელმძღვანელი ქრისტოფ ჰოისგენი, რომელსაც იენს სტოლტენბერგი შეცვლის.


თავის ბოლო გამოსვლაში ჰოისგენმა ამჟამინდელი კონფერენცია ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად შეაფასა. ის შეეხო აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის გამოსვლას და თქვა, რომ ახლა უნდა ვშიშობდეთ, რომ ევროპის და აშშ-ის ფასეულობათა საფუძველი აღარ იქნება მსგავსი, როგორც ეს დღემდე იყო.


კონფერენციის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა იენს სტოლტენბერგმა, რომელიც წლების მანძილზე ნატოს გენერალური მდივანი იყო. სტოლტენბერგის თქმით, უსაფრთხოების საკითხებში მსოფლიოში ექსპერტთა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჰოისგენმა “უფრო ძლიერი, უფრო ფართო და უკეთესი გახადა”.


სტოლტენბერგი მიუნხენის კონფერენციას მხოლოდ ნახევარი წლით უხელმძღვანელებს, რადგან ის თავის სამშობლოში, ნორვეგიაში, გარდამავალი მთავრობის ფინანსთა მინისტრად მიიწვიეს.