„თითქოს არც გამოვსულვარ ციხიდან“ - როგორ აკონტროლებენ ბელარუსში ყოფილ პოლიტპატიმრებს
პოლიტპატიმარმა სერგეიმ კოლონიაში 4 წელი გაატარა, მაგრამ თავისუფლებაზე მხოლოდ 2 თვე გაძლო, შემდეგ კი ბელარუსი დატოვა. გათავისუფლების შემდეგ ვერც იანა დარჩა სამშობლოში, ეშინოდა, რომ ისევ დაიჭერდნენ. ალექსანდრი, რომელმაც კოლონია და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა გამოიარა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვალდებულია, ყოველთვე ფსიქიატრს მიაკითხოს. ამის გამო ის ვერც ქვეყანას ტოვებს.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“ პოლიტპატიმრებს მათ გამოცდილებაზე ესაუბრა, თუ როგორ დევნის და აკონტროლებს ხელისუფლება გათავისუფლების შემდეგაც კი.
„ტერორისტებს“ საბანკო ანგარიშს არ უხსნიან, ამიტომ ვერ იმუშავებ
სერგეი კორშუნი პრეზიდენტის არჩევნებამდე დააკავეს, 2020 წლის ივლისში. გათავისუფლდა 2024 წლის ზაფხულში.
სერგეი ძალოვანი სტრუქტურებიდანაა, 2001-2011 წლებში შსს-ში მუშაობდა. შემდეგ ბიზნესს მიჰყო ხელი.
„ [2020 წელს თანამოაზრეებთან ერთად] გადავწყვიტე, შეგვექმნა არხი „ჯარი ხალხთან“. მიზანი იყო, ყოფილი და ახლანდელი ძალოვნები დაკავებულების დასახმარებლად გაგვეერთიანებინა, ასევე ცნობილი ადამიანებისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაც. ჩატში მაღალჩინოსანი სამხედროები იყვნენ.
გვიან გავიგეთ, რომ ჩვენ შორის რამდენიმე ადამიანი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ჰყავდა გადაბირებული. ისეთმა კაცმა ჩაგვიშვა, ვერც კი წარმოვიდგენდით“.
თავდაპირველად სერგეი კორშუნს ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის 324-ე მუხლით დასდეს ბრალი (ისეთი ქმედების ორგანიზება და მომზადება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ ცხოვრებას). შემდეგ 293-ე მუხლით შეცვალეს (მასობრივი არეულობის დაგეგმვა). სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით მკაცრი რეჟიმის საპატიმროში გაამწესა. კაპიტნის ჩინიც ჩამოართვეს. ასე აღმოჩნდა ვიტებსკის N3 კოლონიაში.
„კოლონიაში სულის სიმტკიცის შენარჩუნებაში ის დამეხმარა, რომ საკუთარ თავს მიზნად დავუსახე, ახლად დაპატიმრებულებს დავხმარებოდი. იქ ერთ-ერთი პირველი მივედი და ყველაფერი საკუთარ ტყავზე ვიწვნიე: ქამარი ჩამომართვეს, საათი, მადუღარა, წიგნი. ეს ნივთები ორიოდე თვის შემდეგ ფოსტით მომივიდა.
ციხეში უსაათოდ ცხოვრება იგივეა, რაც თავისუფლებაზე უტელეფონოდ. ვპოულობდი ძველ საათებს (სიგარეტში ვუცვლიდი პატიმრებს). მოდის ახალი პატიმარი, არაფერი გააჩნია. ვეუბნები, აგერ, შენ საათი, ქამარი, მადუღარა, ჭიქა. შენსას რომ მოიტანენ, დამიბრუნებ და სხვას მივცემთ. ახლად მოსულებისთვის უნდა მეჩვენებინა, რომ უპატრონოდ არ იყვნენ მიყრილები“.
კოლონიაში გატარებული წლებიდან, სერგეი 37 დღე სადამსჯელო იზოლატორში იჯდა, რადგან პოლიტპატიმრების ასი წლის წინანდელი გამოცდილება გამოიყენა და „წერილების გზა“ დააორგანიზა.
„კოლონიიდან გაგზავნილი წერილები მეგობრებსა და მხარდამჭერებს არ მისდიოდათ. „წერილების გზაზე“ სოლჟენიცინთან წავიკითხე, აღწერილი ჰქონდა როგორ აკეთებდნენ ამას 30-იან წლებში. პატიმრები წერილებს ახლობლების მისამართს აწერდნენ, მათში ფულს ახვევდნენ და გადაყვანის დროს ვაგონის ხვრელში აგდებდნენ. იმედი ჰქონდათ, ხაზის მეთაური იპოვიდა და გააგზავნიდა. წერილები მართლაც აღწევდა ადრესატამდე.
ვიფიქრე: რატომ არ ვცადო-მეთქი. კოლონიაში პალეტებს გადმოვტვირთავდით ხოლმე. მათ ლაგერის მიღმა აგზავნიდნენ. ბევრი ღია ბარათი დავწერე, დაახლოებით ასეთ ტექსტში გავახვიე: „ძვირფასო მეგობარო, თუ ამ გრაგნილს იპოვი, ბარათები უახლოეს ფოსტაში ჩაყარე. მიკრძალავენ, მეგობრებს წერილები გავუგზავნო. მჯერა, წესიერი ადამიანი ხარ...“ ჩემმა წერილებმა მიაღწიეს ადრესატებამდე, თან რამდენჯერმე. როდესაც ეს ამბავი გაიგეს, სადამსჯელო იზოლატორში გამამწესეს“.
იზოლატორის პირობებმა გააოგნა.
„როდესაც იზოლატორიდან გამოვედი, ისევ ბიბლიოთეკას მივაშურე. გადმოვიღე სოლჟენიცინის ტომი, იქ აბაკუმოვის ანგარიში იყო, სტალინის სახელზე დაწერილი. ანგარიშში სადამსჯელო იზოლატორს აღწერდა: იატაკზე მიხრახნილი სკამი და მაგიდა, გადმოსაწევი ნარი, ოთახი არ თბება... არაფერი შეცვლილა, ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ გვაჭმევდნენ.
გეშინია, არ იცი, იქიდან როდის გამოხვალ. ძალიან ცივა. რამდენიმე ზომით დიდი მოსასხამი უნდა აგეღო, რომ თავზეც დაგეფარა და ისე გესუნთქა. სიცივის გამო ღამე შესაძლოა ათჯერაც კი ამდგარიყავი ტუალეტისთვის“.
სერგეი კორშუნი ამბობს, რომ გათავისუფლების შემდეგ აპირებდა ცხოვრება აეწყო, სამსახური ეშოვა, მაგრამ ტერორისტის სტატუსით გაათავისუფლეს და თვალს არ აშორებდნენ. მეთვალყურეობამ მისი ცხოვრება აუტანელი გახადა.
„2022 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა „ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეთა“ სიაში შემიყვანა.
გათავისუფლების შემდეგ ჩემს ბანკს მივაკითხე, ფულის გამოტანა მინდოდა, ხომ უნდა მეცხოვრა. ბანკში გამომიცხადეს, ანგარიშები დაბლოკილია და ვერაფერს მოგცემთო. არც გახსნა შემეძლო ანგარიშის, ამის გარეშე კი სამსახურში არ აგიყვანენ. დავიწყე იმის გარკვევა, ეს სტატუსი როგორ მომეხსნა. უსაფრთხოების სამსახურში განცხადება დავწერე, რომელიც ჯერ შსს-ს გადაუგზავნეს, საბოლოოდ კი უბნის ინსპექტორს დააწერეს. მან არც არაფერი იცოდა და არც არაფერს წყვეტდა.
ერთხელ მივედი მილიციაში აღრიცხვისთვის და გაუფრთხილებლად გამგზავნეს იძულებით სამუშაოზე - ლოთებთან ერთად პარკში ფოთლები უნდა მომეგროვებინა.
მოდის მილიციელი კმაყოფილი: „მოველაპარაკე, თქვენ ყველას „ზელენსტროიში“ მოგაწყობთ“. თანამშრომელი მეკითხება: „თანახმა ხართ?“ მე: „რა თქმა უნდა, მაგრამ ფულს ხელზე მომცემთ?“ ქალი მილიციელს უყურებს, ეს ვინ არისო: „შენ რა, გინდა, რომ გამაგდონ?“ ბელარუსში უსიტყვო შეთანხმებაა, ყოფილ პოლიტპატიმრებს საჯარო სამსახურში არ იღებენ“.
სერგეიმ სამსახური ვერაფრით ვერ იშოვა, მეთვალყურეობა კი გაუმკაცრეს.
„მეთვალყურეობა პრევენციისთვის ნიშნავს, რომ 22:00-დან დილის 6 საათამდე სახლში უნდა იყო. ორგანოებთან შეთანხმების გარეშე მინსკის დატოვება გეკრძალება, ასევე მასობრივ ღონისძიებებზე დასწრება. თვეში ორჯერ მილიციაში აღრიცხვაზე უნდა მიხვიდე.
ამას კიდევ არა უშავს, მაგრამ თვის თავზე გამომიძახეს და მკითხეს: „როდის დაიწყებ მუშაობას?“ ისევ მოვუყევი, რომ საბანკო ანგარიშის გახსნა არ შემეძლო. „არ გვენაღვლება - უნდა დაიწყო“. პირობა წამიყენეს, სანამ სამსახურს არ დავიწყებდი, ყოველდღე მივსულიყავი აღრიცხვაზე.
სასამართლო, რომელმაც მეთვალყურეობის პირობები შეცვალა, ჩემ გარეშე ჩატარდა, უწყება არ მიმიღია. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ციხიდან არც გამოვსულვარ. ბოლო წვეთი ის იყო, რომ მილიციაში ყალბი ანგარიში შეადგინეს, თითქოს როცა საჭირო იყო, სახლში არ ვიყავი. არადა, ვიყავი. გამაფრთხილეს, კიდევ ორი ასეთი საბუთი და უკან ლაგერში წახვალო“.
სერგეი მუქარის შესრულებას აღარ დაელოდა და გათავისუფლებიდან ორი თვის თავზე ბელარუსიდან წავიდა. ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს.
„როდესაც მხედავენ, მზერას მარიდებენ“
ალექსანდრი (სახელი შეცვლილია) 2021 წელს ბელარუსის პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის გაასამართლეს. ის ერთი წლით კოლონიაში მოხვდა. როდესაც გათავისუფლების დრო მოვიდა, მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს - კოლონიის ადმინისტრაციის მოთხოვნებისადმი მავნე დაუმორჩილებლობისთვის. მავნე დაუმორჩილებლობა იმაში გამოიხატებოდა, რომ ალექსანდრი „პირგაუპარსავი დადიოდა“, „საკანში ქურთუკი ღილებით არ ჰქონდა შეკრული“ და „დალაგებაზე უარი თქვა“. ამბობს, რომ ამ ყველაფრისთვის მას არა მხოლოდ ახალი ბრალი წაუყენეს, სასტიკად სცემეს კიდეც.
„ბეტონის ფილაზე დამაწვინეს, უკან ხელებშეკრული. 10 თანამშრომელი ერთდროულად მირტყამდა ხელკეტებს ზურგზე და ქუსლებზე. ისე გტკივა, გგონია, იწვი. მეგონა ტუჩს მოვიჭამდი. ტკივილებისგან განავალი ძალაუნებურად გარეთ გამოდის“.
როგორც სასამართლოს ანგარიშშია ნათქვამი, „ამ დანაშაულების ჩადენის შემდეგ ის ფსიქიკურად დაავადდა“. ალექსანდრი იძულებით სამკურნალოდ ფსიქიატრიულ სტაციონარში გააგზავნეს, რომელიც გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ იყო. შემდეგ სასჯელი ჩვეულებრივი რეჟიმის ფსიქიატრიული სტაციონარით შეუცვალეს. ახლა ალექსანდრი ორი წელია თავისუფალია, თუმცა ისევ მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
„ყოველთვე ფსიქიატრთან დავდივარ. წამლები უნდა ვსვა. უარს ვამბობ. ფსიქიატრი ხანდახან მეუბნება: „რომ მინდოდეს, ისევ უკან გაგაგზავნიდით, იმიტომ რომ წამლებს არ სვამთ“. მაგრამ ეს ჩემი უფლებაა, დავლევ თუ არ დავლევ“.
გათავისუფლების შემდეგ ალექსანდრმა შეიტყო, რომ ბელარუსის დატოვება არ შეუძლია. ასევე შეტანილია იმ პირთა ნუსხაში, რომლებსაც სამედიცინო ჩვენების გამო მანქანის მართვა ეკრძალებათ.
მისი შვილები და ოჯახის სხვა წევრები რეპრესიების შიშით დიდი ხანია საზღვარგარეთ წავიდნენ. თავად ალექსანდრი ამბობს, წასვლის ნება რომც დამრთონ, ჯერ მაინც არ ვარ მზადო.
„იქ რას გავაკეთებ? მხოლოდ უკრაინაში თუ წავალ, დასახმარებლად. იქ ამას წინათ ჩემი მეგობარი დაიღუპა. მან 2020 წლის შემდეგ მოიხადა სასჯელი და მერე უკრაინაში წავიდა. ემიგრაციიდან რას გავაკეთებ? აქ კი ვცხოვრობ და ჩემი პოზიცია ყველამ იცის. ყველა მზერას მარიდებს, როცა მხედავს. 2000 წლიდან ჩემი „ბუნკერი“ აქ არის“.
ალექსანდრი 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე არ წასულა (ევროპარლამენტმა მოუწოდა, ეს არჩევნები რეპრესიების გამო შეაფასონ როგორც „ფიქციური“). სხვებსაც ეკითხებოდა, რატომ მიდიხართო.
„ვეკითხები ახლობლებს, არჩევნებზე იყავი? კი, ვიყავი. რატომ? აბა, როგორ არ წავსულიყავი, მერე ხომ მკითხავენ, რატომ არ იყავიო. პასპორტებს უყურებენ. სხვებიც ამბობენ, რომ იყვნენ არჩევნებზე, რადგან „სოფლის საბჭოს ხელმძღვანელმა დარეკა“. მე რატომ ვუძლებ? რატომ ვერ გამტეხეს? საღი აზრი როგორ უნდა გატეხო?“
„სულ ვგრძნობდი, რომ შეეძლოთ ხელახლა დავეპატიმრებინე“
ვეტერინარი იანა ჟურავლიოვა საპროტესტო მარშებში მონაწილეობის გამო სადამსჯელო იზოლატორსა და კოლონიაში სამი წელი იჯდა. 2024 წლის ზაფხულში გაათავისუფლეს. ოთხი დღის შემდეგ ბელარუსი დატოვა.
„ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ სანამ ციხეში ვიჯექი, ახალ ამბებს ვეცნობოდი. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენი კოლონია მინიატიურული ბელარუსია. კოლონიაში ყველაფერი უარესობისკენ იცვლებოდა: თავიდან რაც შეიძლებოდა, შემდეგ აიკრძალა. თავისუფლებაზეც იგივე ხდება.
როგორ უნდა იცხოვრო, თუ არაფერია დაშვებული? ციხე არ კმარა, მერე კიდევ მილიციაში რომ არ იარო აღრიცხვაზე? თუ გავითვალისწინებთ, რატომ ვისხედით ციხეში, გასაგები იქნება მილიციაში მისვლის რატომ გვეშინია, ფიქრობ, რამე ხომ არ იქნება? მაგათ ყველაფერი შეუძლიათ, ჩვენ - არაფერი“.
იანამ მოასწრო რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოში აღრიცხვაზე დამდგარიყო. მასაც სერგეის მსგავსად სამსახურის მოძებნა მოსთხოვეს.
„დაღლილმა ქალმა ჩემი ვალდებულებები ჩამომითვალა, მათ შორის სამსახურის შოვნაც. ჩემთვის სამუშაოდ გზა ხსნილი იყო, მაგრამ ვდარდობდი, ვაითუ, ვინც სამსახურში ამიყვანს, მათაც გადაემტერონ-მეთქი.
მართალია, ტერორისტის სტატუსი არ მქონდა და საბანკო ანგარიშის გახსნაც შემეძლო, მაგრამ როდემდე? ზონაზე ვიყავი და ვხედავდი, თანდათანობით ყველაფერს როგორ კრძალავდნენ. თავისუფლებაზეც იმავეს უნდა ველოდოთ.
დღეს შემიძლია გავხსნა ბანკში ანგარიში და ვიმუშაო, ხვალ კი მეტყვიან, შენისთანებს აღარ ავიყვანთო. ან უბრალოდ ადგებიან და რამეს მოგაკერებენ, რომ ისევ ჩაგსვან. მუდმივად იმის შეგრძნება მქონდა, რომ ხელმეორედ დამაპატიმრებდნენ. ამიტომ არჩევანი არ დამიტოვეს, გარდა იმისა, რომ ქვეყნიდან წავსულიყავი“.
იანას ქვეყნის დატოვება შეეძლო, ამიტომ საზღვარგარეთ წავიდა.
„ჩვენ დაცვის ეფექტიანი ინსტრუმენტები არ გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია ყველაფრის დოკუმენტირება“
„ვიასნას“ უფლებადამცველმა ლეონიდ სუდალენკომ ბელარუსის ციხე თავად გამოიარა. ის 2021 წლის იანვარში დააკავეს. 2023 წლის ზაფხულში გათავისუფლდა. სუდალენკო ამბობს, რომ „მეთვალყურეობა პრევენციისთვის“, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ, არ უნდა გამოიყენებოდეს იმ პოლიტპატიმრების მიმართ, რომელთა სისხლის სამართლის საქმეები „მძიმე“ არ არის. ამ შემთხვევაში ადამიანი პროფილაქტიკურ აღრიცხვაზე აჰყავთ, თუმცა, აქაც თითქმის იგივე წესებია: მუდმივი შემოწმება, გასვლის აკრძალვა და ასე შემდეგ. თავადაც ასეთ დღეში იყო.
„სამი წელი ორ ნაწილით მომისაჯეს, პროტესტის ორგანიზება და ფინანსირება. ეს ნაკლებად მძიმე მუხლი იყო. კანონი ამ სახის მუხლებზე პრევენციისთვის მეთვალყურეობას არ ითხოვს. თუმცა, გათავისუფლებისა და აღრიცხვაზე აყვანის შემდეგ, სისხლის სამართლის აღმასრულებელმა ინსპექციამ უამრავი მოთხოვნა წამომიყენა. მათი შესრულება სასჯელის ვადის სრულად გასვლამდე მევალებოდა.
არათუ ქვეყნიდან, ქალაქიდან გასვლაც კი ამიკრძალეს. ყოველკვირა ინსპექციაში პრევენციულ ღონისძიებებზე უნდა მივსულიყავი, მაგალითად, პატრიოტული ფილმების ჩვენებაზე. დღეში ორჯერ სახლში ინსპექციის თანამშრომლები მოდიოდნენ, ნებისმიერ დროს. ჩართული ვიდეორეგისტრატორის ფონზე მაიძულებდნენ, ხელი მომეწერა დოკუმენტისთვის, რომელიც ჩემი ადგილმდებარეობის თაობაზე იყო შედგენილი“.
ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სუდალენკოს ადმინისტრაციული სანქციები ეკისრებოდა, დაახლოებით 1200 ევრო ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღით.
„სამართლის სპეციალისტი ვარ და მესმოდა, დაკისრებული შეზღუდვები არაპროპორციული იყო. გავასაჩივრე, რაზეც მიპასუხეს, რაიონული მილიციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით პრევენციულ აღრიცხვაზე ხართ აყვანილიო. აღრიცხვის ეს სახე განსაზღვრულია კანონით „პრევენციასთან დაკავშირებული საქმიანობის საფუძვლების შესახებ“, მათ შორის იმათთვის, ვინც სასჯელი მოიხადა. მაგრამ კანონი მიღებული გადაწყვეტილების გაცნობას გულისხმობს.
ჩემს შემთხვევაში ეს არ მომხდარა. მოტივირებული გადაწყვეტილების ასლი არ გადმომცემია. შეზღუდვებიც აშკარად გადაჭარბებული იყო“.
გადაჭარბებულად იყენებენ „ტერორისტებისა“ და „ექსტრემისტების“ სიებს, - ამბობს სუდალენკო და ამატებს, რომ ამის გასაჩივრება ახლა ვერ ხერხდება, მაგრამ ყველა დანაშაულის დოკუმენტირებაა საჭირო.
„განუკითხაობაა მოქალაქეების პირადი მონაცემების ე.წ. ტერორისტების ან ექსტრემისტების ბაზაში შეყვანა, საჭირო სასამართლო შემოწმების გარეშე, სამართლიანი სასამართლოს მტკიცების გარეშე.
მაგალითად, ჩემი პირადი მონაცემები შეიტანეს „ექსტრემისტების სიაში“, რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ დაამტკიცა. ახლა ამას ვეღარაფერს ვუხერხებ.
როდესაც ქვეყანაში კანონისთვის არავის ცხელა (აქ იგულისხმება ლუკაშენკას სიტყვები: „ხანდახან კანონისთვის არავის ცხელა“) და ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, როდესაც მოსახლეობის ნაწილს თვითნებურად ზღუდავენ - ჩვენ არ გვაქვს ეფექტიანი ინსტრუმენტები საკუთარი უფლებების დასაცავად.
მთავარი, ის რაც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებმა დღეს უნდა იცოდნენ და გააკეთონ, არის ყველაფრის დოკუმენტირება, რომ საბოლოდ არცერთმა შემსრულებელმა პასუხისგებას თავი არ აარიდოს“.
ბელარუსში რამდენიმე კანონი არეგულირებს იმას, თუ რა შეზღუდვები უნდა დაუწესდეს ციხიდან გამოსულს, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსი „ექსტრემიზმისადმი წინააღმდეგობის შესახებ“ და „ბელარუსის რესპუბლიკაში შესვლისა და გასვლის წესების შესახებ“.
ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, მეთვალყურეობა სასამართლომ უნდა დააწესოს, შეზღუდვებიც, მაგრამ ამ შეზღუდვებში არ არის მითითება, რომ ამ ადამიანმა, გინდა თუ არა, უნდა იმუშაოს.
„ეს თვითნებობაა“, - ამბობს ლეონიდ სუდალენკო. მისი თქმით, უსიტყვო შეთანხმებაა (და არა კანონი) ისიც, რომ ყოფილ პოლიტპატიმრებს დღეს საჯარო სამსახურში არ ასაქმებენ.