პეტერ ფიშერი: „ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთში გამართულ უკანონო არჩევნებს“
საქართველოში გერმანის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.
გერმანელი დიპლომატის განცხადება მთავრდება p.s.-ით, რომელშიც ის კვლავ ახსენებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ხშირად გამოყენებულ deep state-სა და მის თითქოსდა გავლენას ევროკავშირზე.
„მე კვლავ განვაგრძობ ცრუ მოსაზრების, რომ – სხვათა შორის, გამოგონილი – „დიფ სთეითი“ გავლენას ახდენს ევროკავშირზე, - უარყოფას“, – წერს პეტერ ფიშერი.
2025 თებერვალს აფხაზეთში - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიმართა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის პირველ ტურში მონაწილე კანდიდატებს შორის ხმები ასე განაწილდა:
ბადრა გუნბა - 46%
ადგურ არძინბა - 37%
რობერტ არშბა - 7%
ოლეგ ბარციცი - 4%
ადგურ ხურუმალი - 1%
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ გაიმართება ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც, მისი თქმით, მონაწილეობას მიიღებენ ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს 17 თებერვალს გამოაცხადებს, - იუწყება სააგენტო აფსნიპრესი, - თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი იყო ორზე მეტი საპრეზიდენტო კანდიდატი და არცერთი მათგანი არ იქნა არჩეული, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ ორი კანდიდატის მონაწილეობით, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. განმეორებითი კენჭისყრა იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს ორ კვირაში“.