ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
21
22
23
24
25
26
27
28

საპროტესტო აქცია გორში: „ჩვენი შვილების სიცოცხლე საფრთხეშია!“

0
გორის ცენტრში შეკრებილმა მოქალაქეებმა სამძიმარი გამოუცხადეს 15 თებერვალს ბათუმში, ე.წ. ოცნების დასახლებაში დაღუპული ბავშვების ოჯახებს და მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს. .


აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ საქართველოში ბოლო პერიოდში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული ადამიანების ფოტოები და ტრანსპარანტები წარწერებით: „ქართული ოცნება“ კლავს"


გორში მცხოვრები იურისტის, ლექსო მერებაშვილის აზრით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც მუდამ გაურბის ამ პასუხისმგებლობას.


„მათი ვალდებულება იყო გაეტარებინათ პრევენციული ღონისძიებები, რომ ასეთი მოვლენების დროს ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები არ იღუპებოდნენ, მითუმეტეს ეკონომიკური გაჭირვების დროს, ამიტომ რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მაგრამ სამწუხაროდ ისინი გადართული არიან  ტერორსა და ძალაუფლების შენარჩუნებაზე და გვერდზე რჩება უკვე ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება." - თქვა ლექსო მერებაშვილმა.


ბათუმში 15 თებერვალს მომხდარ უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვები ჩავარდნენ კუსტარულად გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში, რომელიც წყლით იყო სავსე.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.





გორში ორ კვირაზე მეტია ყოველდღე მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.