ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ათასობით ადამიანი გავიდა გარეთ სერბეთში, პროტესტის ნიშნად გადაკეტეს ქუჩები

0
სერბეთის ქალაქ კრაგუავეცში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში პროტესტის გამოსახატად. ამ ბოლო, სხვათა შორის, სტუდენტების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის მონაწილეები მთავრობისგან მოითხოვენ პასუხისმგებლობას ტრაგიკული ინციდენტის გამო, როცა 15 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ნოვი-სადის სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო ნოემბერში.


დემონსტრანტებს შეუერთდნენ სტუდენტებიც, რომლებიც ფეხით ჩავიდნენ სერბეთის სიდიდით მეოთხე ქალაქში. ქალაქის მცხოვრებლები მათ გამაგრილებელი სასმელებს აწვდიდნენ 15 საათიანი ბლოკადის განმავალობაში.


შეკრებილებმა ზუსტად იმ დროს, როცა კატასტროფა მოხდა, დუმილით პატივი სცეს შარშან 1 ნოემბერს დაღუპულების ხსოვნას.


კატასტროფას მოჰყვა სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდ ვუჩიჩის მმართველობის მანძილზე ყველაზე სეროზული გამოწვევა.


ინციდენტის გამო საპროტესტო გამოსვლები გადაიზარდა უფრო ფართო მოძრაობაში, სტუდენტების სიტყვებით, იმის წინააღმდეგ, რასაც კანონის უზენაესობის დარღვევა და სისტემური კორუფცია ჰქვია ვუჩიჩის მთავრობაში.


ვუჩიჩი 2017 წლის მერეა პრეზიდენტი, ხოლო მანამდე, სამი წელი პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა.


თარიღი, 15, და 15 საათიანი აქცია სიმბოლურად უკავშირდება 15თებერვალს, სახელმწიფოს დღეს სერბეთში, სადაც 1835 წელს ამ რეგიონის პირველი კონსტიტუცია მიიღეს. 15 თებერვალს ვუჩიჩის მმართველი „პროგრესული“ პარტია აპირებდა სრემის მიტროვიცაში და ვოევოდინაში მიტინგის გამართვას.


ვუჩიჩის მიმდევრები სტუდენტებს ბრალად სდებენ, რომ თითქოს ისინი სერბეთისგან ვოევოდინის გამოყოფას ითხოვენ. სტუდენტები ამ თემას არც ახსენებენ მათ მოთხოვნებში.