ზელენსკი: ევროპას საკუთარი შეიარაღებული ძალები სჭირდება
მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე 15 თებერვალს სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ვრცელ გამოსვლაში წარმოადგინა თავისი ხედვა უკრაინის, შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკების და საერთოდ, ევროპის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ.