კრემლის „კრიზისმენეჯერი” სოხუმში სასურველი კაცის დასმას ცდილობს
რუსეთი აფხაზეთში გავლენას აძლიერებს. პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის, სერგეი კირიენკოს ამოცანაა, 15 თებერვლის ე.წ. არჩევნებში სასურველი კანდიდატის, ბადრა გუნბას გამარჯვება უზრუნველყოს.