ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ჯეი დი ვენსი:ევროპის პრობლემა მისსავე შიგნითაა

0
რუსეთი და ჩინეთი არ არის მთავარი საფრთხე ევროპისთვის, არამედ მთავარი საფრთხე მისსავე შიგნითაა. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


 


ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემა დი ვენსმა დაასახელა მასობრივი მიგრაცია, რომელიც, მისი თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად წარმოიქმნა. "მიუნხენში მომხდარი გუშინდელი შემზარავი ტერაქტი - ესეც ამ გადაწყვეტილების შედეგია", - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მას მხედველობაში ჰქონდა 13 თებერვალს მომხდარი ინციდენტი, როდესაც ავტომობილი, რომელსაც ავღანელი მიგრანტი მართავდა, ხალხში შეიჭრა.




ევროპის პრობლემებზე საუბრის დროს, დი ვენსმა ახსენა არჩევნების გაუქმება რუმინეთში და განაცხადა, რომ ასეთივე საფრთხე არსებობს გერმანიაშიც. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიის დახურვა, არჩევნების შეზღუდვა და პოლიტიკური პროცესიდან ადამიანების გამორიცხვა - ეს არის დემოკრატიის განადგურების საუკეთესო გზა.


"თუ ამერიკის დემოკრატიამ შეძლო 10 წელი გაეძლო გრეტა თუნბერგის ცნობებისთვის, თქვენც მოითმინეთ რამდენიმე თვით ილონ მასკი. დემოკრატია ეფუძნება პრინციპს, რომ ადამიანების ხმებს უნდა მოუსმინონ", - განაცხადა  ჯეი დი ვენსმა.