უკრაინა აცხადებს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საფარს რუსული დრონი მოხვდა
უკრაინის ხელისუფლებამ დღეს, 14 თებერვალს, გამოაცხადა, რომ ჩერნობილის დახურული ატომური ელექტროსადგურის საფარს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. უკრაინული მხარის თანახმად, რადიაციული ფონი არ გაზრდილა.