ავღანეთის თალიბანში განხეთქილებაა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა გამძაფრდა - რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის?
ბოლო კვირებში აშკარა გახდა ავღანეთის თალიბანში განხეთქილება - შიდა დაპირისპირებას აღარ მალავს საიდუმლოებით მოცული შეიარაღებული გაერთიანება. ავღანეთის საქმეებში ჩახედული მკვლევრები ფიქრობენ, რომ ისლამისტურ დაჯგუფებაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა გამძაფრდა.