ჰამასი აცხადებს, რომ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების პირობებს
ჰამასმა (აშშ-სა და ევროკავშირში აღიარებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) 13 თებერვალს გამოაცხადა, რომ ერთგულია ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებისა, რომლის გარშემოც ვითარება ბოლო დღეებში დაიძაბა, და დაადასტურა, რომ მძევლების შემდეგი გაცვლა, როგორც დაგეგმილი იყო, მომავალ შაბათ-კვირას მოხდება.
პალესტინური წყაროების თანახმად, შეთანხმების გადარჩენის მცდელობების მხრივ წინსვლაა იმ კრიზისის მერე, რომელიც გამოიწვია ჯერ ჰამასის განცხადებამ, რომ შაბათს მძევლებს არ გაათავისუფლებს, რადგან ისრაელი, თავის მხრივ, არ ასრულებს პირობებს.
ისრაელმა ამაზე პასუხად გამოაცხადა, რომ თუ ჰამასი მძევლებს დათქმულ ვადებში არ გაათავისუფლებდა, ღაზაში ომს განაახლებდა.
პალესტინური წყაროს თანახმად, ისრაელისგან მიიღეს პირობა, რომ შეასრულებს „ჰუმანიტარული დახმარების განრიგს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ კვირის დასაწყისში თქვა, რომ „ჯოჯოხეთი“ დაიწყებოდა, თუ პალესტინელები შაბათს, შუადღისთვის, არ გამოუშვებდნენ ყველა დარჩენილ მძევალს.
ტრამპმა, რომლის დაბრუნებამ თეთრ სახლში გააძლიერა ისრაელის ულტრამემარჯვენეების პოზიცია, საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია თავისი წინადადებით, ღაზაზე კონტროლი აშშ-მა დააწესოს, ღაზის 2,4 მილიონი მცხოვრები კი იორდანიასა და ეგვიპტეში გადაასახლონ.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც თავის პირველ ეტაპზეა, ითვალისწინებს ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების გამოშვების სანაცვლოდ.
აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვრიდან ამოქმედდა. რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება ითვალისწინებს ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებასა და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
პირველ ეტაპის პირობით, ჰამასს უნდა გაეთავისუფლებინა 33 მძევალი, ხოლო ისრაელს - 2000-მდე პალესტინელი პატიმარი.
ჰამასი ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბერს დაესხა თავს, მოკლა დაახლოებით 1200 ადამიანი და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზაში სახმელეთო და საჰაერო ომი დაიწყო, რომელსაც მას შემდეგ 47 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ღაზის დიდი ნაწილი ნანგრევებად იქცა.