ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

რუსეთის პარლამენტში სურთ, გამკაცრდეს მუხლები არმიის "დისკრედიტაციისა" და სანქციებისკენ მოწოდების შესახებ

0

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა შეიმუშავეს შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებითაც უნდა გამკაცრდეს სასჯელები, გათვალისწინებული არმიის "დისკრედიტაციისა" და სანქციების დაწესებისკენ მოწოდებებისთვის.

მუხლებში შეიტანენ განსაზღვრებებს "ანგარებით" და "დაქირავებით", ხოლო სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა შესაძლებელი იქნება მანამდე ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრების გარეშე - იუწყება გამოცემა Коммерсантъ-ი.

შესწორებების შემდეგ სანქციების დაწესებისკენ მოწოდება, რომელიც განხორციელებული იქნება ანგარებით ან დაქირავებით, დაისჯება 3 მილიონამდე რუბლით (დაახლოებით 31 000 დოლარი) ან ხუთ წლამდე პატიმრობით. ამჟამად სასჯელები განსაზღვრულია 500 ათასამდე რუბლით (დაახლოებით 5 ათასი დოლარი) ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ანალოგიური შესწორებები შევა მუხლში არმიის "დისკრედიტაციის" შესახებ, თუმცა სასჯელის გამკაცრების გარეშე - ჯარიმა რჩება განსაზღვრული 1 მილიონამდე რუბლით (10 ათასამდე დოლარი) და შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

კიდევ ერთი მუხლი, რომელშიც "ანგარების" და "დაქირავების" განსაზღვრებები შევა, არის იმ საერთაშორისო ორგანიზაციათა გადაწყვეტილებების აღსრულების ხელშეწყობა, რომელთა წევრიც რუსეთი არ არის. ეს მუხლი შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დეპუტატებს სურთ ასევე ამოქმედდეს ქონების კონფისკაცია.

შესწორებები შეიმუშავეს მმართველი პარტიის, "ედინაია როსიას" დეპუტატებმა ირინა იაროვაიამ და ვასილი პისკარიოვმა. სამთავრობო კომისიამ შესწორებებს უკვე დაუჭირა მხარი.

გამოცემა Коммерсантъ-ი ესაუბრა ექსპერტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მუხლების გამკაცრება მიმართულია ჟურნალისტების, საზოგადო მოღვაწეების, ადვოკატებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში მოსკოვი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში, რუსეთში ყოველთვიურად ათობით საქმე აღიძვრება რუსეთის არმიის "დისკრედიტაციისა" და მასზე "ყალბი ცნობების" გავრცელების შესახებ. ამ მუხლით ასამართლებენ, აჯარიმებენ და აპატიმრებენ ოპოზიციონერებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ინტერნეტში აქვეყნებენ რუსეთის ხელისუფლების და სახელმწიფო მედიის ვერსიებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ომის შესახებ.