ქვეყანაში კრიზისია, პასუხისმგებელი კი „ქართული ოცნებაა“: რა გავიგეთ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევიდან
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ იანვრის ბოლოს ჩატარებული საზოგადოებრივი განწყობების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა გახანგრძლივებულ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.