არასამთავრობოები საუბრობენ მიზეზებზე, რის გამოც ეჭვობენ, რომ აქტივისტებს „ნარკოტიკები ჩაუდეს“
სამოქალაქო პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოთქვამენ ეჭვს, რომ პროევროპული აქციების სამ მონაწილეს (გიორგი ახობაძეს, ნიკოლოზ კაციას, ანტონ ჩეჩინს) პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებები „ჩაუდო“.