ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

WSJ: ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურს დაავალეს უკრაინელი ტყვეების წამება

0
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებს დაავალეს სასტიკები ყოფილიყვნენ უკრაინელ ტყვეებთან მოპყრობაში, და მათ წინააღმდეგ ძალადობა გამოეყენებინათ - ვკითხულობთ გამოძიებაში, რომელიც გამოცემა The Wall Street Journal-მა ჩაატარა. უკრაინელი ტყვეების წამების შემთხვევები დადასტურებულია გაეროს მიერ. 


გამოცემის თანახმად, სასჯელაღსრულების სამსახურის სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქების დანაყოფების ხელმძღვანელმა, იგორ პოტაპენკომ უწყების ელიტური ქვედანაყოფების თანამშრომლებს (სავარაუდოდ, სპეცრაზმის წევრებს) დაავალა სისასტიკის გამოვლენა ტყვეების მიმართ. მან აღნიშნა, რომ ძალადობა არ იქნებოდა შეზღუდული, ხოლო სხეულზე დამაგრებულ კამერებს, რომლებსაც წამების დაფიქსირება შეეძლოთ, არ გამოიყენებდნენ. 


შემდგომ ეტაპზე ანალოგიური ინსტრუქციები მიიღეს სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებმა სხვა რეგიონებშიც - მათ შორის ფსკოვში, მოსკოვში, ბურიატიაში. ის თანაშრომლები, რომლებიც ტყვეებს მეთვალყურეობდნენ, ექვემდებარებოდნენ როტაციას - ერთსა და იმავე კოლონიაში მათ თვეზე მეტ ხანს არ აჩერებდნენ. 


WSJ ეყრდნობა სასჯელაღსრულების სამსახურის სამ ყოფილ თანამშრომელს, რომელთაგან ორი უწინ სპეცრაზმის წევრი იყო, მესამე - მედიკოსი. ეს სამი პირი მოწმეთა დაცვის სისტემაში მოხვდა მას მერე, რაც ჩვენებები მისცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამომძიებლებს. მათი მონათხრობი გამყარებული იყო დოკუმენტებით, ინტერვიუებით უკრაინელ ტყვეებთან და პირთან, რომელიც რუსეთის ციხეების ჩინოვნიკებს გაქცევაში ეხმარებოდა. 


53 წლის იგორ პოტაპენკო წარმოშობით უკრაინიდანაა, ის სუმის ოლქშია დაბადებული. მას მიღებული აქვს სამხედრო განათლება, მათ შორის ორლოვსკის უმაღლესი სამხედრო სარდლობის საბჭოთა უშიშროების სასწავლებელში. 


პოტაპენკო 1992 წელს გადავიდა პენიტენციურ სისტემაში სამუშაოდ - მუშაობდა ვორონეჟის ოლქის სასჯელაღსრულების სამსახურში, 2010 წელს კი ის პეტერბურგში გადაიყვანეს, სადაც 14 წელიწადი იმუშავა.  


2024 წელს იგორ პოტაპენკო სამოქალაქო ჩინოვნიკი გახდა. ის დანიშნეს პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორად, მიგრაციის პოლიტიკის უსაფრთხოების განხრით. 


2014 წლის ნოემბერში საერთაშორისო დამოუკიდებელმა კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც რუსეთის ხელისუფლება და სამხედროები სისტემატიურად იყენებდნენ და იყენებენ წამებას უკრაინელი სამხედროების და სამოქალაქო პირების მიმართ, უკრაინის ყველა ოლქში, რომლებიც ამჟამად, ან უწინ ექვემდებარებოდა რუსეთის კონტროლს. 


მკვლელობებში, ტყვეებთან სასტიკ და არაჰუმანურ მოპყრობაში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ. 2024 წლის დეკემბერში გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის მმართველობამ გაავრცელა 24 რუსი ტყვე სამხედროს საჩივრები ლვოვში მოქმედ ბანაკში განცდილი წამების შესახებ. ერთი წლით ადრე, გაეროს კომისია იუწყებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან გამოვლენილი მძიმე დარღვევების "უმნიშვნელო რიცხვზე" და უკრაინის ხელისუფლებას ამ შემთხვევების აქტიური გამოძიებისკენ მოუწოდებდა. 


ჟენევის კონვენციები ომში ჩართულ მხარეებს აკისრებს პასუხისმგებლობას უზრუნველყონ ტყვეთა დაკავების ნორმალური პირობები, კრძალავს სასტიკ მოპყრობას, აუცილებლობად აცხადებს მათთვის ნათესავებთან კავშირის მინიჭებას და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან წვდომას.