ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბრა
‘’New York Post’’-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. საუბარი უკრაინაში ომის შესაძლო დასრულებას დაეთმო.
ტრამპმა თქვა, რომ "ურჩევნია არ თქვას" უკვე რამდენჯერ დაურეკა პუტინს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, პუტინს სურს, „ბრძოლის ველზე ადამიანები აღარ იღუპებოდნენ“.
დონალდ ტრამპმა ასევე გაიმეორა, რომ მას აქვს ომის დასრულების კონკრეტული გეგმა, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.
„იმედი მაქვს, რომ სწრაფად მოხდება... ეს ომი უკრაინაში ძალიან ცუდია. ორი მილიონი - უმიზეზოდ დაღუპული... მე მინდა, დავასრულო ეს საშინელი რაღაც", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
ტრამპმა არ დააკონკრეტა საიდან აქვს მას ეს მონაცემები, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი უკრაინაში არ მოხდებოდა, მისი დაწყების დროს პრეზიდენტი რომ ის ყოფილიყო და არა ჯო ბაიდენი.
„New York Post’-ი წერს, რომ მომავალ კვირას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლიდიმირ ზელენსკის შეხვდება.