ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

„დროშები ჩამიჭრეს და წარწერა დამიტოვეს“ - აქტივისტი ანა კვანჭილაშვილი წერს,რომ მის დაშინებას ცდილობენ

0
პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე და აქტივისტი ანა კვანჭილაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დილით საკუთარი სახლის აივანზე გადმოფენილი უკრაინის და ევროკავშირის დროშები ჩამოხსნილი დახვდა - აივანზე კი წარწერა დაუტოვეს. მისი სახლი პირველ სართულზეა და როგორც შენიშნავს, ფაქტობრივად, უცნობები ლამის მის სახლში იყვნენ შესულები.


„11-ზე გამვედი სახლიდან, აივანს ავხედე და დავინახე, რომ საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის დროშები აღარ იყო გადმოფენილი. ვიფიქრე, რომ ქარმა წაიღო, მაგრამ გარეთ რომ გამოვედი, აივანზე წარწერა დამხვდა, ხოლო დროშები შიგნით შეყრილი“, - გვიამბობს ანა კვანჭილაშვილი.




აივანზე რამდენიმე ასოა დახვდა მიწერილი. ანამ ეს წარწერა ასე გაშიფრა:


„ჩემი აზრით, ეს ნიშნავს „ნაც-ბოზ-ხროვას“ და ცხადია, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ პროტესტში მონაწილეები დაგვაშინონ“.


ანა ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მის დაშინებას და გაჩუმებას ცდილობენ.


ჯერ კიდევ დეკემბერში ანა კვანჭილაშვილი წერდა, როგორ მივიდა მის დედასთან სახლში  ლურჯ ფორმებში ჩაცმული 4-5 ადამიანი ვითომდა გაზის შესამოწმებლად: „არ უღებდა კარს. შემოვლეწავთო. გააღო დედაჩემმა კარი. დახვდათ დაზაფრული ტყუპები... დაჩხრიკეს სახლი სრულად და დაათვალიერეს ყველაფერი“, - წერდა აქტივისტი.


ანა კვანჭილაშვილი აპირებს ამ ფაქტის გამო შსს-ს მიმართოს.




74-ე დღეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.