თბილისში დაფუძნდა საზოგადოებრივი ასამბლეა, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას
თბილისში 8 თებერვალს დაფუძნდა საერთო საზოგადოებრივი ასამბლეა. მისი დამფუძნებლები ამბობენ, რომ მათ მიზნებს შორისაა საზოგადოების გაერთიანება და დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.