უკრაინის არმიის განცხადებით, ღამის განმავლობაში ქვეყანაში რუსეთის 140-მდე დრონით განხორციელდა თავდასხმები
7-დან 8 თებერვლის ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა 139 უპილოტო საფრენი აპარატი, - იუწყება უკრაინის არმიის საჰაერო ძალები. საერთო ჯამში მოხერხდა 67 დრონის ჩამოგდება 14 ოლქის თავზე, კიდევ 71 დრონი "ლოკაციურად დაიკარგა" - ანუ რადარებიდან გაქრა. უკრაინის მონაცემებით, თავდასხმების შედეგად ზიანი მიადგა სუმის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკისა და კიევის ოლქებს.
ამასთან, შაბათს, გამთენიისას რუსეთის არმიამ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით განახორციელა დარტყმა ხერსონზე, - იუწყება ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. იერიშის შედეგად დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბიჭი. დარტყმა განხორციელდა საცხოვრებელ უბნებზე, დაზიანდა რამდენიმე ნაგებობა, ერთ-ერთ სახლში გაჩნდა ხანძარი.