შევხვდით ტაილანდელ სუროგატ დედებს - რას ჰყვებიან ისინი და ჩინური კომპანია, რომელმაც ქალები საქართველოში ჩამოიყვანა
29 წლის ნარას ტაილანდში 6 წლის შვილი ელოდება. სახლში დასაბრუნებელი ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს, 8 თებერვალს, გამთენიისას მიფრინავს. საქართველოში ხუთი თვის წინ ჩამოვიდა. მისმა ოჯახმა არ იცის, რომ ის სუროგატ დედობას გეგმავდა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მან დაორსულება ვერ შეძლო.