დაღესტნელი სამხედროების მანქანა ბელგოროდში სასწრაფო დახმარების მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ორი ექიმი დაიღუპა
"კავკაზ.რეალიის" ცნობით, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში სასწრაფო დახმარების ორი პარამედიკოსი გარდაიცვალა დიდი სიჩქარით მომავალი უცხოური მარკის ავტომანქანის BMW Х7-ის შეჯახების შედეგად. მედიის ინფორმაციით, მანქანას დაღესტნიდან სამი ჯარისკაცი მართავდა. გარდაცვლილი ექიმების კოლეგებმა ქალაქში სპონტანური მემორიალი მოაწყვეს.
მანქანა რეგისტრირებულია შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მწვრთნელზე მურმანსკის რეგიონიდან, რამაზან გაჯიმურადოვიჩზე, იტყობინება ბელგოროდის გაზეთი "პეპელი". მის გარდა, მანქანაში მურად მუსაევი და ისა აბდურაშიდოვი იმყოფებოდნენ. როგორც "ბაზა" წერს, ამ უკანასკნელის ვინაობა ჯერ კიდევ დგინდება.
უცხოური მარკის მანქანის მძღოლი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც ექსპერტიზა დაადგენს.