რუსეთი აცხადებს, რომ საჭიროა აშშ-მა ჩამოაყალიბოს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მისეული პოზიცია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 6 თებერვალს, რომ აშშ-მა აუცილებლად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი პოლიტიკა უკრაინაში კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ, და რომ მოსკოვი შემდეგ შეძლებს დააფუძნოს თავისი პოზიცია აშშ-ის კონკრეტულ ქმედებებზე.
ორივე მხარის ოფიციალური წარმომადგენლების საჯარო განცხადებების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ტელეფონით არ უსაუბრიათ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА 6 თებერვალს იტყობინებოდა მაღალი რანგის კანონმდებლის ნათქვამზე დაყრდნობით, რომ პუტინის და ტრამპის შეხვედრის მომზადება „წინწასულ სტადიაშია“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვმა უკრაინის შესახებ ვაშინგტონის ბევრი ნათქვამი და განცხადება მოისმინა, მაგრამ ჯერ არაა სიცხადე იმაში, თუ სახელდობრ, რას გვთავაზობს აშშ, როცა საქმე ეხება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შეთანხმების დადებას.
„რაც შეეხება აშშ-ის როლს, ან შესაძლო როლს უკრაინის ირგვლივ კრიზისის მოგვარებაში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყველაფერი დამოკიდებული იქნება კონკრეტულ ქმედებებზე და ახალი ადმინისტრაციის გეგმებზე, რომლებიც მათში აისახება“, - განაცხადა ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.
„ჯერჯერობით ბევრი სიტყვა და ბევრი განცხადებაა. (მაგრამ) არ არის სიცხადე იმაში, თუ რა ნაბიჯებს დგამს (აშშ), ამიტომ ნაადრევი იქნებოდა საუბარი მოლაპარაკებების პერსპექტივაზე, ან რაიმეზე ამ კონტექსტში.”
„რაც შეეხება ვაშინგტონს, მათ, ალბათ, უნდა ჩამოაყალიბონ თავიანთი პოლიტიკა და ჩვენ თვითონ ვიმოქმედებთ, მათი კონკრეტული ნაბიჯებისა და ქმედებების საფუძველზე“, - თქვა მან.
ტრამპმა და კიტ კელოგმა, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, განაცხადეს, რომ ისინი მუშაობენ უკრაინაში საომარი მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გეგმაზე, მაგრამ ჯერ არ გაუმხელიათ დეტალები, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს გეგმა.