პატიმრობა მიესაჯა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქციებზე ორ დაკავებულს
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მასთან ერთად განიხილებოდა დავით კოლდარის საქმეც, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. კოლდარს ორი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
პროკურატურის მტკიცებით, 2024 წლის 16 აპრილის აქციაზე, ჩიტაძის ქუჩაზე დავით კოლდარი საპატრულო პოლიციის ავტომობილზე ახტა და ფეხით შუშა ჩაამტვრია. გამოძიების მტკიცებით, მას ამაში ფული გადაუხადეს - კოლდარი წაყენებულ ბრალს აღიარებს.
30 წლის გიორგი კუჭუაშვილი 2024 წლის მაისში დააკავეს. ის კოლდარის მსგავსად არის ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილე. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თქმით, ის არ უარყოფს, რომ პოლიციელების მიმართულებით ნახევრადსავსე პლასტმასის ბოთლი ისროლა, თუმცა ბრალდების კვალიფიკაციას არ ეთანხმება, ანუ პოლიციელზე თავდასხმად არ მიიჩნევს.
„გიორგიმ არ უარყო ის ფაქტი, რომ ბოთლი, რომელიც იყო ნახევრადცარიელი, ისროლა ე.წ. რობოკოპების მიმართულებით. თუმცა ის ფაქტი, რომ მას თავდასხმას ედავებიან, მძიმე ბრალდებას, რომელიც მიზნის და განზრახვის სხვა ერთობლიობის დადგენას საჭიროებს მტკიცებულებების სახით და ასეთი მტკიცებულება ბრალდების მხრიდან მოპოვებული არ ყოფილა, ვერ შეფასდება თავდასხმად. თუ მოსამართლე მიიჩნევს ასე, ეს უნდა ჩაითვალოს პოლიციელისადმი წინააღმდეგობად. სასჯელები განსხვავებულია“, - ამბობს ადვოკატი.
ის განმარტავს, რომ საქმეში არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაზარალებული თანამშრომელი, ვიდეომტკიცებულება და ერთი პოლიციელის ჩვენება, თუმცა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა არ ადასტურებს, რომ მსროლელი კუჭუაშვილია.
„ჩვენ კვალიფიკაციის ნაწილში არ ვეთანხმებით და როგორც იურისტი, საკითხს ვაყენებ ასე, რომ მოსამართლემ შეაფასოს პოლიციელის ქმედება იყო კი წესრიგის დამყარებისკენ მიმართული?” - აღნიშნავს ადვოკატი.
დაკავებულების ოჯახის წევრები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ და პროკურორმა როინ ხინთიბიძემ საქმის განხილვის პერიოდი მიზანმიმართულად გაახანგრძლივეს, რათა სალომე ზურაბიშვილს შეწყალების საშუალება არ მისცემოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ცხრა მონაწილე დააკავა სისხლის სამართლის კოდექსით.
20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პარლამენტის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს. ისინი საპატიმროს 10 თვის შემდეგ დატოვებენ.
ამავე დღეს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ფრიდონ ბუბუტეიშვილს, რომელსაც ბრალად ედებოდა ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება 1 მაისს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობის დროს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული:
187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა);
353-ე პრიმა - თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენელზე (ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა).
ჭიშკრის დაზიანებამ 500-ლარიანი ზარალი გამოიწვია. პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა.
ფრიდონ ბუბუტეიშვილი 9 მაისს დააკავეს. მას 20 წელი პატიმრობაში შეუსრულდა.
„ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) 2024 წლის გაზაფხულზე მიიღო, საქართველოში საპროტესტო აქციების და აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროსაბჭოს მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა ამ კანონზე. მას ვეტო დაადო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
2024 წლის 21 მაისს გამოქვეყნებული დასკვნით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას „მტკიცედ ურჩია“, გაეუქმებინა სამი მოსმენით მიღებული კანონი მისი „ფუნდამენტური ხარვეზების“ გამო.
კომისიამ შეისწავლა კანონპროექტის თავსებადობა საერთაშორისო ნორმებთან, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და დაასკვნა, რომ იგი ეწინააღმდეგება კონვენციის ოთხ მუხლს:
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას;
გამოხატვის თავისუფლებას;
შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას;
დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას.
2024 წლის 28 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე" პრეზიდენტის ვეტო.