ბავშვი კლინიკაში მოხვდა „ბაკურიანი ციდის“ ბოთლიდან დალეული სითხის გამო - კომპანიის თქმით, ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლენილა
"ბაკურიანი ციდის“ ბოთლიდან დალეული სითხის გამო ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოხვდა. სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მოკვლევა დაიწყო. კლინიკის ცნობით, ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.