ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ისეთი შეშინებულები არიან, მოთმინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი, რასაც საზოგადოება მათზე ფიქრობს - ზურაბიშვილი

0
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება "ქართული ოცნების" მხრიდან დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა.


ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს მოქმედება შიშზე მეტყველებს. მისი სიტყვებით, მოთმინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი, რასაც საზოგადოება მათზე ფიქრობს.


"არ ვიცი, არ ვიცი. მთელ ამ წლების მანძილზე გინება და შეურაცხყოფა ვისგან არ მომისმენია, პრემიერი იქნებოდა ეს თუ რიგითი პარლამენტარი, თუნდაც დღევანდელი დეფაქტო პრეზიდენტი! არავის (ერთი თუ ორის გარდა) ამ “ღირსეული ქცევისგან” თავი არ შეუკავებია!


თუმცა მეუბნებოდნენ, რომ თურმე პოლიტიკური თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება გააჩნია… რაღაც ვერ ვატყობ მოთმინების უნარს ამათ შორის, უფრო ეხერხებათ შურისძიება და რევანში!!!


ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისე შეშინებულნი არიან, მოთმინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი რასაც ფიქრობს საზოგადოება მათზე.


ეხ… რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს… !" - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე.




დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ 3 თებერვალს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა პარტიის ოფისიდან. კერძოდ, იგეგმება ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის ზრდა.


გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება საქმიანობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, იგეგმება სხვა ცვლილებებიც, მათ შორის:



წვრილმანი ხულიგნობისთვის, რისთვისაც პოლიცია არაერთ დემონსტრანტს აკავებს ხოლმე აქციებზე, დაკავებულს კიდევ უფრო დიდი ჯარიმა დაუწესდება (მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა);
წვრილმანი ხულიგნობისთვის 15 დღიდან 60 დღემდე გაიზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც;
წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება აქციების გამართვა კერძო საკუთრებაში არსებულ საჯარო სივრცეებში (მაგალითად, სავაჭრო ცენტრებში);
ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება, რომელიც აქამდე მხოლოდ ჯარიმით ისჯებოდა, დაისჯება 3 წლამდე პატიმრობით;
პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, მუქარისა და ძალადობისთვის სასჯელი დამძიმდება და 5-დან 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება.


 


საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს "ქართული ოცნების" პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, ეს ნიშნავს, რომ მისი მიღება ერთ კვირაში იქნება შესაძლებელი.




68 დღეა, საქართველოში არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.


„ქართულმა ოცნებამ“ უკვე აკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება, ფეიერვერკის გამოყენება, ლაზერის მინათება. ირაკლი კობახიძემ მთავრობის სახელით ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც ათეულობით საავტომობილო გზაზე აქციის გამართვა აიკრძალა.