ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ტრამპი ამბობს, რომ სამხრეთ აფრიკას დახმარებას შეუწყვეტს

0
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეაჩერებს სამხრეთ აფრიკის ყველა ფინანსურ დახმარებას. ამ ქვეყნის ხელისუფლება მიწას ართმევს და უკიდურესად ცუდად ექცევა "ადამიანთა გარკვეულ კლასებს", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ TruthSocial-ში.

ტრამპს არ დაუზუსტებია, რომელ შემთხვევებსა თუ ადამიანებზე საუბრობდა, მაგრამ აღნიშნა, რომ სამხრეთ აფრიკაში მასშტაბურად ირღვევა ადამიანის უფლებები, რასაც შეერთებული შტატები არ შეეგუება.

სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური კომენტარები ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით.



საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-ის მთავრობის ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წელს სამხრეთ აფრიკაში ამერიკული დახმარების საერთო რაოდენობამ დაახლოებით 440 მილიონი დოლარი შეადგინა.



სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ, "დიდი 20-იანის" ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ადრე თქვა, რომ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.



20 იანვარს დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაიკავა შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობა და მეორე ვადის პირველ დღესვე ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს უცხო ქვეყნებისთვის დახმარების პროგრამების შეჩერების ბრძანებას აძლევს.