სატესტო ფრენა თებერვალში, რეალური მაისში - მოსკოვის გეგმები სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით
რუსეთის ახალმა კურატორმა ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის მიმდინარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ „პრინციპულად მნიშვნელოვანია“, აეროპორტი მიმდინარე წლის 1 მაისამდე ამოქმედდეს.