„ქართული ოცნება“ აქციების შესაზღუდად ზრდის ჯარიმებსა და პატიმრობის ვადას
„ქართული ოცნების“ პარლამენტი გეგმავს, დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობა გაამკაცროს. კერძოდ, გაზარდოს ჯარიმები და პატიმრობის ვადა. ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.