"თბილისი მოლთან" მოქალაქეები იკრიბებიან - ნიღბიან პოლიციას ცოცხალი კედელი აქვს გაკეთებული
თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლთან" 2 თებერვალს 4 საათზე დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან - მოლისკენ მსვლელობის მოსაწყობად იკრიბებიან თავისუფალ უნივერსიტეტთანაც. ავტომაგისტრალთან დაგეგმილი აქციის გამო როგორც სავაჭრო ცენტრთან, ისე მოლთან მობილიზებულია ასეულობით პოლიციელი. მათ გზის სამანქანე ნაწილსა და ტროტუარს შორის ცოცხალი კედელი აქვთ გაკეთებული - პოლიციის უმეტესობა აქციაზე ნიღბებით არის წარმოდგენილი. ადგილზე შეინიშნება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც - მობილიზებულია როგორც დაკავების მანქანები, ასევე ევაკუატორები;
ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლითაც გზების გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა. აქციის დაწყებამდე შსს-მ ორჯერ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება.