ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

"თბილისი მოლთან" აქციის მონაწილეები აღმაშენებლის ხეივანში მსვლელობას აწყობენ

0
თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტ "თბილისი მოლთან" 2 თებერვალს, დღის 4 საათზე დაგეგმილი აქციის მონაწილეებმა ეს ადგილი პოლიციის მხრიდან ძალადობის შემდეგ დატოვეს და აღმაშენებლის ხეივანში აწყობენ მსვლელობას. სანამ აქცია მსვლელობად გადაიქცეოდა, პოლიციამ 20-ზე მეტი პირი დააკავა, დემონსტრანტებზე ფიზიკურად იძალადა და აქციის მონაწილეებს არ მისცა საშუალება, გადაეკეტათ საავტომობილო გზა. 


აქციიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან პოლიციელები ფიზიკურად დაკავებულ მოქალაქეებს, სანამ მათ ე.წ. დაკავების მანქანებში ჩასვამენ, ვრცელდება ასევე კადრები, სადაც განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მიერ ადამიანის უფლებების სასტიკად დარღვევისთვის სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი პროტესტისთვის შეკრებილ მოქალაქეებს უცენზურო სიტყვებს ეძახის და აგინებს ხმის გამაძლიერებელში. 




მსვლელობაში მონაწილეებს საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალება კვლავ არ ეძლევათ, პოლიცია, რომელიც მოქალაქეებს მოყვება, მათ გზადაგზა შეურაცხყოფას აყენებს. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომელთა უმეტესობასაც სახე ნიღბებით აქვთ დაფარული, აგრესიულია ჟურნალისტების მიმართაც. 




გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულთა შორის არის მინიმუმ ერთი არასრულწლოვანი, ნიკოლოზ გველუკაშვილი, მინიმუმ ერთ დაკავებულს კი, დაკავების შემდეგ ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა. ვივამედში გადაყვანილი დემონსტრანტი სანდრო აბესაძეა.