დაპირისპირება მოჰყვა ზუგდიდის საბავშვო ბაღში თანამშრომელთა ნაწილისთვის ერთთვიანი ხელშეკრულების შეთავაზებას
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის საბავშვო ბაღში დაპირისპირება იყო. სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომელთა და მოსწავლეთა მშობლების ნაწილმა გააპროტესტა ადგილზე ზუგდიდის მერიას დაქვემდებარებული ააიპ-ის, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის წარმომადგენლების მისვლა. ცენტრის დირექტორის მოადგილემ და იურისტმა თანამშრომლებს ახალი ხელშეკრულებები მიუტანეს, რომლის თანახმადაც, ბაღში დასაქმებული 22 თანამშრომლიდან 11-ს მუშაობის ვადა ნახევარი წლით გაუხანგრძლივდა, 9-ს კი მხოლოდ ერთი თვით. მათ შორის ბაღის გამგეს, ხათუნა გოგუასაც.
ის ეჭვობს, რომ მერიას დაქვემდებარებული ცენტრის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რადგან შეეხო მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ თანამშრომლებს. ბაღის გამგეს ამ ეჭვს უმყარებს ისიც, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის თანამშრომელმა გააცნო სია, რომელშიც ბაღის ოპოზიციურად განწყობილი თანამშრომლები შედიოდნენ. ამ სიაში იყვნენ ისინი ვისაც 1 მარტიდან გათავისუფლებას უპირებენ.
„დაზუსტებით არ ვიცი რას უკავშირდება მათი ეს გადაწყვეტილება. ამაზე მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს. მე საპროტესტო აქციებზე დავდივარ ...რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ რომ ამასაც უკავშირდებოდეს... მე მანამდე [წინასაარჩევნო პერიოდში] დამირეკა ვიღაცამ და მითხრა, მართვის ცენტრიდან ვარო... ის სახელები და გვარები ვინც ამ სიაში მოხდა ახლა, ისინი ჩამომისახელა. მითხრა ნომრები [ოპოზიციური პარტიების საარჩევნო ნომრები], რომლებიც მიწერილი იყო ამ სახელებზე და გვარებზე...მითხრა წაგიკითხავ ახლა ამ სიას და მითხარი, ხარ თუ არა შენ პასუხისმგებელი ამ ადამიანებზეო. მე ვუთხარი, ეს ნორმალური საქციელია? განა ასე ვაშენებთ ჩვენ დემოკრატიას-მეთქი? მეც ამომიკითხა სიაში. "შენო? შენ რას აპირებო?"... ვუთხარი ჯერ ვფიქრობ-მეთქი. მე, მართლა არ ვიცი, ვინ ვის მისცა ხმა. აქ ყველა ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ. არც ერთი არ ვართ პოლიტიკოსები. არც ერთ პარტიასთან არ მაქვს ურთიერთობა. კი, აქციებზე ვიყავი. ჩემი შვილის ტოლა ბავშვებს ძვლებში ამტვრევდნენ და ვიყავი აქციებზე, კი ბატონო. ესეც მითხრეს, "შენო აქციებზე ყოფილხარო“, - თქვა ხათუნა გოგუამ.
ბაღის ჯერ კიდევ მოქმედმა გამგემ რადიო თავისუფლებას ასევე განუმარტა, რომ გასული წლის 24 დეკემბერს გააცნეს თანამშრომლებს ახალი ხელშეკრულებები და გააფრთხილეს, რომ ნაწილი მუშაობის გაგრძელებას მხოლოდ პირველ თებერვლამდე შეძლებდა. ამის შემდეგ შედგა შეხვედრა ცენტრის დირექტორ ხათუნა თოლორაიასთან. როგორც ხათუნა გოგუა ამბობს, შეხვედრის შემდეგ მას და დანარჩენ თანამშრომლებსაც იმედი მიეცათ, რომ გაუგებრობა აღმოიფხვრებოდა და მათაც ექვსთვიან ხელშეკრულებებს გაუფორმებდნენ. დღეს კი საპირისპიროში დარწმუნდნენ, როცა ცენტრის დირექტორის მოადგილემ მათ პირველ მარტამდე გახანგრძლივებული ხელშეკრულებები მიუტანა:
„დღეს ჩვენთან რომ მოვიდა ცენტრის დირექტორის მოადგილე, მეგონა, რომ მოჰქონდა ყველასთვის ექვსთვიანი ხელშეკრულებები, იმიტომ რომ გუშინ ცენტრის დირექტორს მივწერე, ხვალ აუცილებლად, მინიმუმ ექვსთვიანი ხელშეკრულებები დაიდოს-მეთქი. რომ მოვიდა დირექტორის მოადგილე, გვითხრა, "აგერ ორთვიანი ხელშეკრულებები მოგიტანეთო". ამაშიც მოგვატყუეს“, - თქვა ხათუნა გოგუამ. მანვე აღნიშნა, რომ ბაღის უკმაყოფილო თანამშრომლები გაფიცვასაც გეგმავდნენ, თუმცა მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, რათა სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს.
ცენტრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა მშობლების ნაწილიც. ერთ-ერთმა მათგანმა, მალო კოტუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თითქმის ყველა - 107 მშობლის ხელმოწერით 30 იანვარს განცხადება შევიდა ზუგდიდის მერიაში. განცხადების ხელმომწერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ბაღის თანამშრომელთა ნაწილისთვის მოკლევადიანი ხელშეკრულების შეთავაზების გამო და ითხოვენ ყველა პედაგოგის შენარჩუნებას.
„ჯერ პასუხი არ გვაქვს და ალბათ, კიდევ რამდენიმე დღე ვერ მივიღებთ პასუხს მერიისგან. მე ზუგდიდიდან დამყავს სოფელ ინგირში ბავშვი. მანამდე რამდენიმე ბაღი გამოვიცვალე და ეს არის საუკეთესო. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურა არ არის შესაბამისი, ბედნიერი ვარ რომ ასეთი პროფესიონალები ასწავლიან ჩემს შვილებს... სანამ ყველა თანამშრომელს ერთნაირად არ გამოუგზავნიან ექვსთვიან ხელშეკრულებას, მანამ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, რომ ბაღმა იფუნქციონიროს დღეს არსებული შემადგენლობით“, - თქვა მალო კოტუამ. ის დღესაც იმყოფებოდა საბავშვო ბაღში, როცა ადგილზე ცენტრის წარმომადგენლები მივიდნენ.
ცენტრის დირექტორის მოადგილე ელისო ჩემიამ მალო კოტუას მიმართა, რომ ის სააღმზრდელო დაწესებულებაში მხოლოდ შოუს მოსაწყობად და გადასაღებად მივიდა. კოტუა კი ფიქრობს, რომ ცენტრის თანამშრომლის ასეთი უკმაყოფილება მის აქტიურობას უკავშირდება - პროევროპულ საპროტესტო აქციებში მის მონაწილეობას.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ელისო ჩემიამ საბავშვო ბაღის დატოვებამდე ტელეკომპანია „ოდიშს“ განუმარტა ბაღში მისვლის მიზეზი. თქვა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, ბაღის თანამშრომლების შესაძლო გაფიცვაზე და ადგილზე ვითარების გასარკვევად მივიდნენ:
„მოვედით რადგან გავიგეთ, ბაღი არ მუშაობსო... თავიდან ჩვენ მშვიდად ვისაუბრეთ თანამშრომლებთან და ორთვიანი ხელშეკრულება დავტოვეთ“, - თქვა ელისო ჩემიამ.
რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა ახალი წლიდან ახალი ხელშეკრულებების შედგენისას, ამ კითხვაზე პასუხი დაწესებულების დირექტორ ხათუნა თოლორაიასგან ვერ მივიღეთ. ის რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ზუგდიდის მერიაში კი თქვეს, რომ „ყველა თანამშრომელს კანონის დაცვით გაუფორმდა ხელშეკრულება“. მერიის პრესსამსახურმა არ უპასუხა ბრალდებებს პოლიტიკური ნიშნით დასაქმებულთა შესაძლო გათავისუფლების შესახებ.
ინგირის საბავშვო ბაღის გამგის ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულებაში 75-მდე აღსაზრდელი ირიცხება. ჯამში დასაქმებულია 22 ადამიანი, საიდანაც 16-ს დევნილის ან სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. საბავშვო ბაღი წლებია ინგირის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში ფუნქციონირებს. სააღმზრდელო დაწესებულებისთვის ამავე სოფელში ახალი შენობის მშენებლობა დასრულებულია და თანამშრომლები მალე იქ გადასვლის მოლოდინში არიან. მშობლები და მასწავლებლები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ, მასწავლებლების გათავისუფლებას და შეეცდებიან შეინარჩუნონ სააღმზრდელო დაწესებულება დღეს არსებული შემადგენლობით.