ტრამპი კვლავ დაემუქრა BRICS-ის ქვეყნებს მაღალი ტარიფებით ერთიანი ვალუტის შემოღების შემთხვევაში
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ ასპროცენტიანი გადასახადის დაწესებით დაემუქრა BRICS-ის ქვეყნებს ახალი ვალუტის შექმნისა და დოლარისგან თავის დაღწევის მცდელობისთვის.
შეერთებული შტატები მოითხოვს BRICS-ის ქვეყნებისგან, რომ არ შექმნან ახალი ვალუტა ან მხარი არ დაუჭირონ დოლარის შეცვლას სხვა ვალუტით. სოციალურ ქსელ TruthSocial-ში გამოქვეყნებულ სტატუსში ტრამპი აღნიშნავს, რომ "არ არსებობს შანსი, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში BRICS-მა ჩაანაცვლოს აშშ-ის დოლარი", ხოლო ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ცდილობს ამის გაკეთებას, "უნდა დაემშვიდობოს ამერიკას და მიესალმოს გადასახადებს."
ტრამპმა თითქმის იდენტური შეტყობინება გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საერთო ვალუტის შექმნაზე არ მიდის საუბარი. "BRICS-ში საუბრობენ ახალი ერთობლივი საინვესტიციო პლატფორმების შექმნაზე, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ერთად განვახორციელოთ ინვესტირება მესამე ქვეყნებში, განვახორციელოთ ორმხრივი ინვესტირება და ა.შ.. აი, რაზე მიდის საუბარი", - თქვა კრემლის პრესმდივანმა.
„ბრიკსის“ ქვეყნები წლებია განიხილავენ საერთო ვალუტის შემოღებას, რათა კონკურენცია გაუწიონ ამერიკულ დოლარს საერთაშორისო ვაჭრობაში, რათა მოხდეს საერთაშორისო ვაჭრობის „დედოლარიზაცია“, რაც, მათი ხედვით, არის აშშ-ის პოლიტიკური გავლენის შემცირების გზა. ალიანსი ასევე მუშაობს SWIFT-ის - ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემის - ალტერნატიულ სისტემაზე.
„ბრიკსი“ წევრი სახელმწიფოების ინგლისური დასახელებისგან შემდგარი აბრევიატურაა.
წლების განმავლობაში კლუბი აერთიანებდა სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ხუთ ქვეყანას. ეს ქვეყნებია:
ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
ალიანსი 2024 წლის იანვრიდან გაფართოვდა და დაემატა ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.