„ხელები გაგვეშვა და ჩაგვივარდა“ – ვინ არის „რიყის დოქებთან“ მოზარდის დაღუპვაზე პასუხისმგებელი?
როგორ და კონკრეტულად სად ჩავარდა 16 წლის მოზარდი ტერიტორიაზე, რომელიც 14 ათასზე მეტ კვადრატულ მიწას და ზედ შენობა-ნაგებობებს მოიცავს?
ამ კითხვაზე პასუხი იციან პოლიციამ და სამაშველო სამსახურის მყვინთავებმა, თუმცა დეტალებზე არ ლაპარაკობენ, არც - ბავშვის მეგობრები, რომლებსაც დახმარება თავად სჭირდებათ.