თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, გამოხატონ სინანული - კობახიძე მზია ამაღლობელის საქმეზე
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მზია ამაღლობელის საქმეზე მასთან შეხვედრის წინაპირობად "სინანულის გამოხატვა" დაასახელა. ამის შესახებ მან ერევანში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისათვის, რაც შეეხება ჩვენს ოპოზიციას, მე კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ შეხვედრისთვის, მთავარია, ეს შეხვედრა იყოს საქმიანი და დეტალებთან დაკავშირებით ვისაუბრებ", - თქვა კობახიძემ, რომელმაც მანამდე, ასევე განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც "საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას". იგი, მათ შორის ასახელებს "კონკრეტულ უცხოელ ჩინოვნიკებს, დიპლომატებს".
"როდესაც საუბარია მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი...", - ამბობს ის.
ერთი დღით ადრე, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე "საჯაროდ, თუ არასაჯაროდ, ნებისმიერ ფორმატში" შეხვდება დაინტერესებულ პირებს.
ამის პასუხად, "ბათუმელების" მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ მზადყოფნა გამოთქვა, შეხვდეს კობახიძეს.
"შევხვდები ყველას, დაველაპარაკები ყველას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძემ გამოთქვა მზაობა შეხვედრაზე. შემიძლია, დავადასტურო, რომ მე პირადად, ისევე, როგორც მზიას ახლო გარემოცვა, მზად ვართ შევხვდეთ მას და მივაწოდოთ ინფორმაცია მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე იმ დეტალებზე, რომელიც მან შეიძლება, არ იცოდეს. მივაწვდით ინფორმაციას, რაც დაეხმარება აზრის ჩამოყალიბებაში", - თქვა ეთერ თურაძემ "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასობით საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, სახელმწიფო უწყებები, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
29 იანვარს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა იან ბრაათუმ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
30 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაჰერტიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეშფოთებულია „ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრებით და იმედოვნებს, ხელისუფლება სწრაფად იმოქმედებს.
უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - ასე აფასებენ იურისტები ამაღლობელის დაპატიმრებას, მისთვის წაყენებულ ბრალდებას და ამბობენ, რომ ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.