ვაშინგტონთან ერთმანეთს შეეჯახნენ სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი
ავიაკატასტროფა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონთან.
გასულ ღამით, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Black Hawk.
თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ხოლო ვერტმფრენში - 3 სამხედრო. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა.
კატასტროფის რაიონში მიმდინარეობს მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც კატერები და მყვინთავები მონაწილეობენ.
განახლება: ტელეკომპანია CBS-მა პოლიციელებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი დროით ღამის თორმეტის ნახევრისთვის მდინარიდან ამოიტანეს 18 დაღუპულის ცხედარი.
კოლუმბიის ოლქის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის, ჯონ დონელის ინფორმაციით, მდინარეში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რთულ პირობებში მიმდინარეობს. მყვინთავებს სიბნელესა და ყინვაში, ცივ და მღვრიე წყალში მუშაობა უჭირთ.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტის დასაფრენ ბილიკს უახლოვდებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.
სააგენტო AP სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ შეჯახებამდე თვითმფრინავის ეკიპაჟმა აეროპორტის დისპეტჩერებს სთხოვა დასაფრენი ზოლის შეცვლა და თანხმობა მიიღო, რის შემდეგაც დისპეტჩერები ვერტმფრენს გზის დასათმობად დაუკავშირდნენ, დაახლოებით ერთ წუთში კი შეტაკება მოხდა.
სამგზავრო თვითმფრინავი კანზასის შტატიდან ასრულებდა უიჩიტა-ვაშინგტონის რეისს.
რეიგანის სახელობის აეროპორტი დროებით დაიკეტა.
განახლება: 30 იანვარს, დილით რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ვაშინგტონთან ჩამოვარდნილ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ რუსი მწვრთნელები, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულები ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი.
ამერიკული მედიით გავრცელდა შეერთებული შტატების ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადება, რომ თვითმფრინავის მგზავრებს შორის იყვნენ სპორტსმენები, მწვრთნელები და მათი ოჯახების წევრები, რომლებიც კანზასში მდებარე ბაზიდან ბრუნდებოდნენ. ფედერაციას მათი კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.