მაკა ბოჭორიშვილი: მივესალმებით სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებას ევროკავშირთან და აშშ-სთან
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსით სომხეთში იმყოფება. მან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიესალმება მეზობელი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას ევროკავშირსა და აშშ-სთან.