უნგრეთმა დაბლოკა ბელარუსის არჩევნების შესახებ ევროკავშირის ერთობლივი განცხადება
უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურობის შესახებ. უნგრეთის მიერ განცხადების დაბლოკვის თაობაზე რადიო თავისუფლებას ბრიუსელში ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს.