ru24.pro
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28
29
30
31

ჩატარდა „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“

0
თბილისში  ჩატარდა საპროტესტო მარში სახელწოდებით: „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“. აქციის მონაწილეები ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ.


მსვლელობა მეტროსადგურ „დიდუბიდან” დაიწყო და წერეთლის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან დასრულდება.


აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „უსამართლო სასამართლო”, „ხალხის ძალის გეშინოდეს”, „პოლიცია კანონს არღვევს”.


ახალი არჩევნების მოთხოვნით არ წყდება აქციები თბილისსა და სხვა ქალაქებში. პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არ დააყენებდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხს.


პროევროპულ, მრავალრიცხოვან აქციებზე პოლიციამ იძალადა დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის. თუმცა პოლიციამ მხოლოდ ბოლო ორ თვეში სისხლის სამართლის წესით დააკავა 45 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და სხვები.