აშშ-ის სენატმა კრისტი ნოემი დაამტკიცა საშინაო უსაფრთხოების მინისტრად
აშშ-ის სენატმა შაბათს სამხრეთ დაკოტის გუბერნატორი კრისტი ნოემი დაამტკიცა საშინაო უსაფრთხოების მინისტრის პოსტზე. მას ხმა მისცა 59-მა სენატორმა, წინააღმდეგი იყო 34. მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა.
ნოემი კურირებას გაუწევს აშშ-ის სასაზღვრო-საბაჟო სამსახურს, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურს, ასევე აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურს. გარდა ამისა, საშინაო უსაფრთხოების მინისტრი პასუხს აგებს ავიაგადაზიდვებზე, მაღალი რანგის პირების დაცვასა და სტიქიურ უბედურებებზე რეაგირებაზე.
როგორც „ამერიკის ხმა“ აღნიშნავს, სამინისტრომ საკვანძო როლი უნდა ითამაშოს ტრამპის გეგმაში, შეამციროს არალეგალური იმიგრაცია. ტრამპის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ნოემის კანდიდატურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტისთვის განიხილებოდა.
თავის განცხადებაში 53 წლის გუბერნატორმა პირობა დადო, „უზრუნველყოს სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოება და გამოასწოროს საიმიგრაციო სისტემა, რომელიც არ მუშაობს“.
გასულ კვირაში, სენატის მოსმენაზე ნოემის კანდიდატურის განხილვისას, მან განაცხადა, რომ სამხრეთი საზღვარი მისი პრიორიტეტი იქნება.