პენიტენციური არასწორს უწოდებს ნიკა კაციას კვების პრობლემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას
იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურში უარყოფენ, რომ პროევროპული აქციების მონაწილე ნიკა კაციას საჭმლის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. პატიმრობაში მყოფი კაციას შესახებ ინფორმაცია ტელეეთერით გაავრცელა პროევროპული აქციების კიდევ ერთი მონაწილის, საბა სხვიტარიძის დედამ, ლელა ახობაძემ.