"მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი" - ავტობუსებში საპროტესტო აუდიოჩანაწერები ირთვება
დილიდან თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებში ისმოდა მუსიკა და სხვადასხვა მიმართვა, მათ შორის "გამარჯობა, საქართველო", საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, წარმოთქმული სიტყვა.