ორბანი ევროკავშირისგან უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის განახლებას მოითხოვს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოითხოვა, რომ ევროკავშირმა უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის განახლებას მიაღწიოს. თუ ეს არ მოხდება, ორბანი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაგრძელების დაბლოკვით იმუქრება.
"მე ჩემს კოლეგებს მოვთხოვე, რომ გამოავლინონ სიმტკიცე: უთხრან ბრიუსელს, რომ უკრაინელებმა უნდა აღადგინონ გაზის ტრანზიტი. ეს არის არა მხოლოდ უნგრეთის ინტერესები, არამედ საერთოევროპული, განსაკუთრებით ცენტრალური ევროპის პრობლემა. გარდა ამისა, უკრაინელებმა უნდა შეწყვიტონ თავდასხმები იმ ინფრასტრუქტურაზე, რომლითაც ცენტრალური ევროპა ენერგორესურსებს იღებს", - განაცხადა ორბანმა რადიოსადგურ Kossuth-ის ეთერში.
მან თქვა, რომ ასევე მოითხოვა, კიევმა ხელი არ შეუშალოს ნავთობის ტრანზიტს. მან ენერგორესურსების ტრანზიტის შეწყვეტას უნგრეთის ენერგომომარაგების "სერიოზული რისკი" უწოდა.
ორბანის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკიდან ბუდაპეშტმა 19 მილიარდი ევრო დაკარგა. "უნგრეთი მხარს არ უჭერს სანქციებს, მაგრამ ჩვენ მათ ვეტო არ დავადეთ, რათა არ შელახულიყო ევროპის ერთიანობა", - თქვა მან ისე, რომ არ უხსენებია ქვეყანაზე ევროკავშირის ზეწოლა. "ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ეკონომიკა სანქციების გამო 7,5 მილიარდ ფორინტს კარგავს. ამავე დროს, უკრაინა, რომელიც სანქციებით სარგებლობს, ჩვენს გაზმომარაგებას ბლოკავს. ეს მიუღებელია", - დასძინა ორბანმა.
ევროკავშირის სანქციები რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაწესდა, ყოველ ექვს თვეში ახლდება. სანქციები ამჟამად ძალაშია 31 დეკემბრამდე. მანამდე ჟურნალმა Politico-მ დაწერა, რომ უნგრეთმა სანქციები არ გაახანგრძლივა და ელოდება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას.
ამ კვირის დასაწყისში ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ სანქციების რეჟიმის შემსუბუქებას არ გეგმავს. ამის შემდეგ ბუდაპეშტმა, სავარაუდოდ, უარი თქვა სანქციების გახანგრძლივებაზე ვეტოს დადების განზრახვაზე.
ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა გამოთვალა, რომ ნოემბერში უნგრეთი ევროკავშირში რუსეთიდან გაზის უმსხვილესი მყიდველი გახდა. მან მიიღო 753 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რაშიც 258 მილიონი ევრო გადაიხადა.
უნგრეთმა რუსეთისგან გასული წლის 11 თვეში უფრო მეტი გაზი შეიძინა, ვიდრე მთელი 2023 წლის განმავლობაში. იანვრიდან ტრანზიტი შეწყდა უკრაინის "ნაფტოგაზსა" და "გაზპრომს" შორის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. კიევმა განაცხადა, რომ მის გახანგრძლივებას არ აპირებენ.