ru24.pro
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28
29
30
31

ომის დაწყებიდან დღემდე ფინეთში 400-მდე რუსმა მიიღო თავშესაფარი

0
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან დღემდე, ფინეთში თავშესაფარი 400-მდე რუსმა მიიღო. ამის შესახებ ფინური ტელეკომპანია Yle-ი ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

კიდევ 400 რუსს თავშესაფარზე უარი უთხრეს. დაახლოებით 500 განაცხადის განხილვა შეწყდა - ეს ჩვეულებრივ გამოწვეულია იმით, რომ განმცხადებლებმა თავად თქვეს უარი.



ზოგიერთ შემთხვევაში, პროცესი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ განიხილებოდა, რა გადაწყვეტილება მიეღოთ რუსების არმიაში მობილიზების ან ჯარში გაწვევის "ქეისებზე".

ამჟამად ფინეთში თავიანთ განცხადებებზე გადაწყვეტილებებს ელოდება დაახლოებით 600 რუსი, რომელთა უმეტესობა ქვეყანაში ჩავიდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. მობილიზაციისა და გაწვევის გარდა, მათი გაქცევის მიზეზებში შედის პოლიტიკური საქმიანობა, იეჰოვას მოწმეების რელიგიურ მოძრაობაში წევრობა, სექსუალური და გენდერული უმცირესობებისადმი მიკუთვნება, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით ჩეჩნეთში მათი დევნა-შევიწროება.