ru24.pro
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23
24
25
26
27
28
29
30
31

კაია კალასმა ევროკავშირის წევრებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა

0
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა კაია კალასმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროპის კავშირმა ყური უნდა უგდოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნას, რომ თავდაცვისთვის ბევრად მეტი ხარჯები გაიღოს იმ „ეგზისტენციალური საფრთხის“ გამო, რასაც რუსეთი წარმოადგენს.


„ჩვენი ეროვნული სადაზვერვო სამსახურებიდან ბევრი გვაწვდის მონაცემებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა შეიძლება 3-5 წელში შეამოწმოს ჩვენი მზადყოფნა,“ თქვა კალასმა ბრიუსელში, ევროპის თავდაცვითი სააგენტოს ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას.


ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ევროპის კავშირის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ თავდაცვითი ინვესტიციები: „აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ თავდაცვაზე ევროპელების ხარჯები არასაკმარისია. ახლა დროა, თავდაცვაში მოხდეს ინვესტირება,“ დასძინა კალასმა.


როგორც BBC იუწყება, პარალელურად პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ „თუკი ევროპას გადარჩენა სურს, საჭიროა მისი შეიარაღება“.