მოსამართლე ხუჯაძემ „მოლოტოვის კოქტეილის“ ფლობის ბრალდებით დაკავებული პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროევროპული აქციების კიდევ ერთი მონაწილე, 26 წლის დავით ხომერიკი დატოვა პატიმრობაში. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ნატო ხუჯაძემ კვლავ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არ გაითვალისწინა ადვოკატების პოზიცია.